ევროპის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, საქართველო ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მეოთხე ადგილზეა

საქართველო ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობის მიხედვით მეოთხე ადგილზეა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშში: „ციხეები და პატიმრები ევროპაში“, რომელიც ევროპაში პატიმრების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს მოიცავს.

„პატიმრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაშია კონცენტრირებული, სადაც სისტემები, როგორც წესი, პატიმრობასთან დაკავშირებულ სასჯელებს ანიჭებენ უპირატესობას. რეგიონში ლიდერობს თურქეთი, ყოველ 100 000 მოსახლეზე 458 პატიმრით, შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი (271), მოლდოვას რესპუბლიკა (245) და საქართველო (232)“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მონაცემები 2025 წლის 31 იანვრისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს და აჩვენებს, რომ იმ დროისთვის საქართველოში 8 592 პატიმარი იყო,

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ექვსმა ქვეყანამ, რომელთა მოსახლეობა მილიონს აჭარბებს - უკრაინამ, სლოვაკეთმა, ალბანეთმა, საქართველომ, ესტონეთმა და პოლონეთმა - 2024-2025 წლებში პატიმრობის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი შემცირება დააფიქსირა. კერძოდ, პატიმრობის მაჩვენებელი 18%--ით შემცირდა უკრაინაში, 16%-ით - სლოვაკეთში, 11%-ით საქართველოში, 9.8%-ით ესტონეთში და 6%-ით - პოლონეთში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს