ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი რუმინულმა ავიაგამანადგურებლებმა ჩამოაგდეს

ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი რუმინულმა ავიაგამანადგურებლებმა ჩამოაგდეს.

„ჩვენმა საჰაერო რადარებმა და საჰაერო სისტემებმა პოტენციური საფრთხე ჯერ კიდევ ესტონეთში შესვლამდე დააფიქსირეს. ბალტიისპირეთის საჰაერო თავდაცვის გამანადგურებლები უკვე ჰაერში იმყოფებოდნენ და ამ შემთხვევაში, დრონი რუმინულმა F-16-ებმა ჩამოაგდეს“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა.

პევკურის ცნობით, დრონმა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინული იყო, კონტროლი დაკარგა, ხოლო იგი რუმინულმა ავიაგამადგურებლებმა პილტსამაას მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლაკულაში ჩამოაგდეს.

„დრონი ჭაობის ზონაში ჩამოვარდა და ჩვენ სამძებრო სამუშაოებს ვაგრძელებთ“, - აღნიშნა პევკურმა.

მისი თქმით, ინციდენტის შესახებ თავის უკრაინელ კოლეგას, მიხაილ ფედოროვს ესაუბრა.

„ესტონეთს თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა თავისი მოკავშირეების გარდა არავისთვის მიუცია და ნებართვა არც უკრაინელებს უთხოვიათ. ჩვენი კომუნიკაციის დროს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო, მაგრამ ამავდროულად მოხარული იყო, რომ დრონი ჩვენ ჩამოვაგდეთ“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს