Reuters - ჩინეთმა საიდუმლოდ გაწვრთნა რუსი სამხედროების ჯგუფი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის

ჩინეთმა საიდუმლოდ გაწვრთნა რუსი სამხედროების ჯგუფი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სამ ევროპულ სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

“საიდუმლო წვრთნებზე, რომლებიც ძირითადად დრონების გამოყენებას ეძღვნებოდა, საუბარი იყო ორენოვან რუსულ-ჩინურ შეთანხმებაში, რომელსაც მაღალი რანგის რუსმა და ჩინელმა ოფიცრებმა პეკინში, 2025 წლის 2 ივნისს მოაწერეს ხელი.

შეთანხმება, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი გაეცნო, ითვალისწინებდა, რომ დაახლოებით 200 რუსი სამხედრო მოსამსახურე მომზადებას გაივლიდა სამხედრო ობიექტებზე, კერძოდ კი, პეკინსა და აღმოსავლეთის ქალაქ ნანკინში. წყაროების ცნობით, შემდგომში სამხედროების დაახლოებით დასახელებულმა რაოდენობამ გაიარა მომზადება ჩინეთში.

შეთანხმებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ასობით ჩინელი სამხედრო მოსამსახურე გაივლის მომზადებას რუსეთის სამხედრო ობიექტებზე”, - წერს Reuters-ი.

დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, რუსი სამხედროების მომზადებით, რომლებიც შემდგომ უკრაინის წინააღმდეგ საბძოლო ქმედებებში იღებენ მონაწილეობას, ჩინეთი გაცილებით უფრო უშუალოდაა ჩართული ომში ევროპულ კონტინენტზე, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

რუსეთსა და ჩინეთს შორის აღნიშნული შეთანხმების თანახმად, რუსებმა ჩინეთში მომზადება გაიარეს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები), რადიოელექტრონული ბრძოლა, სამხედრო ავიაცია და ჯავშანტექნიკა. შეთანხმება ამ ორივე ქვეყანაში კრძალავდა ამ ვიზიტების გაშუქებას და მესამე პირებისთვის არგაჟღერებას ითვალისწინებდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს