თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ ნიკა კაციას მიმართ გამამართლებელი განაჩენი უცვლელი დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ ნიკა კაციას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უცვლელი დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო, რომელსაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი თავმჯდომარეობდა. ამ გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის, თამარ მჭედლიშვილის განაჩენი ძალაში დარჩა, რომლის მიხედვითაც ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული, ნიკა კაცია სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ნიკა კაცია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: "როცა სიმართლე ერთია! უცვლელია ჩემი გათავისუფლება მეორე ინსტანციაშიც",- წერს კაცია.

ინფორმაციისათვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე