კაია კალასი აცხადებს, რომ ქვეყნები, რომლებიც რუსეთსა და ირანს უჭერენ მხარს, ევროკავშირისგან დახმარებას არ უნდა იღებდნენ

ქვეყნები, რომლებიც რუსეთსა და ირანს უჭერენ მხარს, ევროკავშირისგან დახმარებას არ უნდა იღებდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების განვითარების მინისტრებთან შეხვედრამდე განაცხადა.

კალასის თქმით, დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირებისა და კონფლიქტის ეპოქაში ევროკავშირი “უფრო სტრატეგიული” უნდა გახდეს თავისი საგარეო დახმარების დაფინანსებაში.

“თუ პარტნიორი რუსეთს ან ირანს უჭერს მხარს, მაშინ ის [საგარეო ფინანსური დახმარება] მოქნილი უნდა იყოს, რათ ამ შემთხვევაში ჩვენი ჩართულობა გავასწოროთ. ეს ძალიან ფრთხილი ბალანსია.. მისი მთლიანად გაწვევა არა, მაგრამ ევროპის ინტერესების გათვალისწინებით. თუ გვაქვს პროექტები ქვეყნების მხარდასაჭერად და სინამდვილეში ჩვენი მეტოქეებისკენ მიდის, მაშინ ჩვენც უნდა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამის განხილვა”, - განაცხადა კალასმა.

ცნობისთვის, 13 მაისს ევროკავშირის განვითარების საკითხებში ევროკომისარმა, იოზეფ სიკელამ განაცხადა, რომ ევროპული პრეფერენციები უნდა აისახოს ევროკავშირის სამომავლო განვითარების დახმარებაში.

“მსოფლიოში, სადაც ინვესტიციები, ინფრასტრუქტურა და მიწოდების ჯაჭვები ძალაუფლების ინსტრუმენტად იქცა, საგარეო პოლიტიკა არ შეიძლება იყოს სენტიმენტალური”, - განაცხადა სიკელამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს