აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

კერძოდ, აშშ-ის ახალი სანქციების ქვეშ მოხვდნენ ცნობილი ირანული ვალუტის გადამცვლელი კომპანია და მასთან დაკავშირებული რამდენიმე "ფასადური" კომპანია, რომლებიც დასანქცირებული ირანული ბანკების სახელით ასობით მილიონი დოლარის ტრანზაქციებს აკონტროლებენ.

აშშ-მა ასევე დაასანქცირა ირანის “ჩრდილოვანი ფლოტის” 19 გემი, რომლებიც სანქციებისთვის თავის ასარიდებლად გამოიყენებოდნენ.

“ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა ხელს უწყობს ტერორისტული მიზნებისთვის დაფინანსების უკანონო გადარიცხვას. იმის ფონზე, რომ სახაზინო დეპარტამენტი “ეკონომიკური მძვინვარების” ფარგლებში სისტემატურად ანგრევს თეირანის ჩრდილოვან საბანკო სისტემას და ჩრდილოვან ფლოტს, ფინანსური ინსტიტუტები ყურადღებით უნდა იყვნენ იმის მიმართ, თუ როგორ მანიპულირებს რეჟიმი საერთაშორისო ფინანსური სისტემით ქაოსის დასატრიალებლად”, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მიდვანმა, სკოტ ბესენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს