დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებს მიეცეთ შესაბამისი დახმარება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქო შეეცდება, სიღრმისეულად შეისწავლოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების საკითხი.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ბავშვების მშობლებთან შეხვედრა იყო საქმიანი და ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ ბევრია საკითხი, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ ცოდნას ამ სფეროში.

მისივე განცხადებით, პროცესში ჩართული იქნება საპატრიარქოს მხრიდან წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა.

დეკანოზი აცხადებს, რომ საპატრიარქო ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებს მიეცეთ შესაბამისი დახმარება.

"ჩვენ რამდენადაც ვიცით, არ არის კარგად შესწავლილი დაავადება და სიახლეების მოლოდინში არიან მშობლები.

ჩვენ, საპატრიარქოს, გვაქვს გარკვეული გამოცდილება საზოგადოებისთვის მტკივნეულ საკითხებში ჩართვისა, ასეთი საკითხები წყდებოდა ხოლმე გაფართოებული ფორმატით, სადაც სპეციალისტები იყვნენ ჩართულები.

შევეცდებით, საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ. უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეს შორის ჩვენი მონაწილეობით. საპატრიარქოს მხრიდან აქ ჩართული იქნება წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა.

ასე რომ, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ დაავადების მქონე ბავშვებს მიეცეთ შესაბამისი დახმარება", - აცხადებს ჯაღმაიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს