ფრიდრიხ მერცი - იმედი გვაქვს, სი ძინპინი მოუწოდებს პრეზიდენტ პუტინს, დაასრულოს უკრაინაში ომი, რომელსაც ის ვერ მოიგებს

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტოს, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს ვუკავშირებთ იმედს, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ასევე მოუწოდებს პრეზიდენტ პუტინს, დაასრულოს უკრაინაში ეს ომი, რომელსაც ის ვერ მოიგებს“, - განაცხადა კანცლერმა ბერლინში შვეიცარიის პრეზიდენტ გი პარმელენთან შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, მისი თქმით, ამ ეტაპზე არ ელის რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებში ფუნდამენტური ცვლილება მოხდება.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა, სადაც დღეს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდება. რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, პრეზიდენტები “საერთაშორისო პრობლემების ყველაზე აქტუალური საკითხებს განიხილავენ“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს