აბას არაღჩი - ჩვენს მიერ მიღებული გამოცდილებისა და შეძენილი ცოდნის გათვალისწინებით, ომში დაბრუნება ბევრ სიურპრიზს მოიტანს

დადასტურდა, რომ ჩვენი ძლევამოსილი შეიარაღებული ძალები პირველია, რომელმაც დიდად ქებული F-35 ჩამოაგდო, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, ირანთან ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, აშშ-ის კონგრესმა მილიარდობით ღირებულების ათობით თვითმფრინავის დაკარგვა აღიარა.

„ჩვენს მიერ მიღებული გამოცდილებისა და შეძენილი ცოდნის გათვალისწინებით, ომში დაბრუნება კიდევ უფრო ბევრ სიურპრიზს მოიტანს“, - წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესმა, პენტაგონზე, ცენტრალურ სარდლობასა და მედიაზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა 42 სამხედრო თვითმფრინავის სია, რომლებიც ირანის ომის დროს დაზიანდა ან განადგურდა. მათ შორისაა F-35 ტიპის თვითმფრინავი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს