გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, ჩუღურეთის რიონში 4100 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, ჩუღურეთის რიონში გაზის მიწოდება 4100 აბონენტს შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩაზე, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო 01:40 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდა: აბასთუმნის ქ. 1, 2, 4, 8, ცაბაძის ქ. 15, 15ა, თევდორე მღვდლის ქ. 1, 3, 4, 5, 5თ, 5ბ, 7, 6, 8, 10, 13, ფოცხვერაშვილის, გიორგი ჩუბინაშვილის, თამარ-მეფის, ბაქოს, სურამის, ფოცხვერაშვილის, კარგარეთელის, წინამძღვრიშვილის ქ. 121, 125ა, 137, 137ა, 141, 142, 144, 146, 147, 147ა, 148, 162, ასევე აღმაშენებლის გამზირის 137, 141, 147, 147ა, 151, 151ა, ეგნატე ნინოშვილის, ივანე ჯავახიშვილის, გოგი დოლიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, ნიკოლოზ გოგოლის, გიორგი ტოვსტონოგოვის, რკინიგზისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას. გაზის მიწოდება აგრეთვე შეუწყდა აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სამრეწველო, კომერციულ მსხვილ და მცირე ობიექტებს, მათ შორისაა: თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებები - აკად. თოდუას კლინიკა, შპს ,,კიდ სმენა”, ანგიოლოგიისა და ანგიოქირურგიის ცენტრი, კლინიკური მედიცინის ცენტრი, სტომატოლოგიური კლინიკა და მიმდებარედ არსებული მცირე კომუნალური და საზ-კვების ობიექტები, ვაგზლის მოედანი 2-ში მსხვილ და მცირე ობიექტებს: შპს “ბამბა, შპს ,,ლიდერი XXI”, შპს “საქართველოს ფოსტა”, თბილისი ცენტრალი”, შპს “ბორჯომი ცენტრალი”, შპს ,,ტკბილი ოცნება”, შპს “საქართველოს ფოსტა”, სს “საქართველოს რკინიგზა”, მეტროპოლიტენის სამმართველო, შპს ,,ლიდერი XXI”, გაზგასამართი სადგური - ,,აირსერვისი”, თამარ მეფის ქუჩაზე შპს ,,ამხანაგობა 777”-ს, პროკრედიტბანკს, ვი-თი-ბი ბანკს, შპს ,,აიბოლიტს”, ი/მ გიორგი ჯაბადარს, შპს ,,ოპტიკის სამყაროს”, თამბაქოს ფაბრიკა, შპს “ბექა ჯორჯია”, კონსტიტუციის ქუჩაზე – კანისა და ვენდაავადებათა ცენტრი, ჩუბინაშვილის ქუჩაზე პურის ქარხანა – შპს ,,კოლხეთი 90”, შპს “ირბა”, შპს ,,ჯორჯიან მარკეტი”, შპს “პირველი ოფისი”, ფ/პ ირინე გაფრინდაშვილი, ი/მ ჯავახიშვილის სტამბა”, შპს “მარტიქსი”, გ. კარტოზიას სახელობის ეროვნული მზადების ცენტრი, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე – სავაჭრო ფირმა ,,ლაღიძე” (ლაღიძის წყლები), შპს ,,კავკასუს ონლაინი”, რკინიგზის დეპარტამენტი”, ც.დადიანის ქუჩაზე მდებარე შპს ,,თბილისი არტ ჰოლი”, შპს “თბილისის ფროფერთი”-საცხობი, სს “ფროფგრუპი”-ქარხანა,მიმდებარედ არსებულ საცხობი, ყოფილი ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია, ცაბაძის ქ. 8-ში – შპს “კოლხა”, შპს “ესერ”, აბასთუმნის ქ. 6-ში – ი.მ “ნავროზაშვილი”, ნინოშვილის ქუჩაზე – საჯარო სკოლა # 29”, ჯავახიშვილის ქუჩაზე – შპს “არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი”, დ. აღმაშენებლის ქუჩაზე – სსიპ “საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი”, ჩოდრიშვილის ქ. 12-ში – შპს “ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია”.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 10:00 სთ-დან და დასრულდება 18:00 სთ-მდე. გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: ცხელი ხაზი: +995 32 2404004; სწრაფი რეაგირების სამსახური 114“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა