პენტაგონი ევროპაში ამერიკული ბრიგადების რაოდენობას ოთხიდან სამამდე ამცირებს

ომის დეპარტამენტმა ევროპაში განლაგებული საბრძოლო ბრიგადის ჯგუფების საერთო რაოდენობა ოთხიდან სამამდე შეამცირა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პენტაგონის პრესსპიკერი შონ პარნელი ავრცელებს.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ევროპაში აშშ-ის ძალების განლაგებაზე ორიენტირებული ყოვლისმომცველი, მრავალშრიანი პროცესის შედეგი იყო.

„ეს გადაწყვეტილება ევროპაში აშშ-ის ძალების განლაგებაზე ორიენტირებული ყოვლისმომცველი, მრავალშრიანი პროცესის შედეგი იყო. ეს იწვევს აშშ-ის ძალების პოლონეთში განლაგების დროებით გადადებას, რომელიც აშშ-ის სამაგალითო მოკავშირეა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პენტაგონის განმარტებით, ევროპაში განთავსებული ამ და სხვა ამერიკული ძალების საბოლოო განლაგებას განსაზღვრავენ აშშ-ის სტრატეგიული და ოპერატიული საჭიროებების, ასევე მოკავშირეების მიერ ევროპის თავდაცვაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობების დამატებითი ანალიზის საფუძველზე.

„ეს ანალიზი შექმნილია პრეზიდენტ ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ დღის წესრიგის წინსვლისთვის, მათ შორის, ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეების წახალისებისა და შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რათა მათ ევროპის თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობა თავად აიღონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პენტაგონის განცხადებით, ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი პოლონეთის ვიცე-პრემიერს, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშს ესაუბრა და უწყება ანალიზის მიმდინარეობისას პოლონელ კოლეგებთან მჭიდრო კონტაქტს შეინარჩუნებს, მათ შორის იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეერთებულმა შტატებმა პოლონეთში ძლიერი სამხედრო ყოფნა შეინარჩუნოს.

„პოლონეთმა აჩვენა როგორც საკუთარი თავდაცვის უნარი, ისე ამის მტკიცე ნება. ნატო-ს სხვა მოკავშირეებმაც იგივე უნდა გააკეთონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე