დღეს, როცა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში კონკურენცია მუდმივად იზრდება, მშობლებისთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ განათლების ხარისხსა და საერთაშორისო აღიარებას უკავშირდება. ბევრი ოჯახი ცდილობს აირჩიოს ისეთი საგანმანათლებლო გზა, რომელიც მოსწავლეს არა მხოლოდ ძლიერ აკადემიურ საფუძველს მისცემს, არამედ მომავალში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის რეალურ შესაძლებლობასაც შეუქმნის. სწორედ ამიტომ Cambridge-ის IGCSE და A-Level პროგრამები საერთაშორისო განათლების ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და აღიარებულ სისტემად მიიჩნევა.
IGCSE (International General Certificate of Secondary Education) წარმოადგენს 14-16 წლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ საერთაშორისო პროგრამას, რომელიც მოიცავს მათემატიკას, მეცნიერებებს, ენებს, ჰუმანიტარულ და შემოქმედებით საგნებს. პროგრამა მოსწავლეებს აძლევს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ანალიტიკური აზროვნების, კვლევის, წერითი და დამოუკიდებელი სწავლის უნარებს.
IGCSE-ის შემდეგ მოსწავლეები გადადიან A-Level პროგრამაზე, სადაც უკვე კონკრეტულ აკადემიურ მიმართულებებზე ფოკუსირდებიან და, როგორც წესი, 3-4 საგანს სიღრმისეულად სწავლობენ. სწორედ ეს მოდელი განასხვავებს A-Level-ს ბევრი სხვა სისტემისგან. აქ მთავარი აქცენტი კეთდება არა საგნების რაოდენობაზე, არამედ ხარისხიან და ღრმა აკადემიურ მომზადებაზე.
Cambridge A-Level დღეს ოფიციალურად აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ. მხოლოდ აშშ-ში მას 970-ზე მეტი უნივერსიტეტი იღებს, მათ შორის Harvard, Yale, MIT, Stanford და Ivy League-ის - Harvard, Yale, Princeton, Columbia, Penn, Brown, Dartmouth, Cornell - ყველა უნივერსიტეტი. მაღალი შედეგების მქონე სტუდენტებს ხშირად უნივერსიტეტში გარკვეული აკადემიური კრედიტებიც ეთვლებათ, რაც მათ დროსა და ფინანსურ რესურსსაც უზოგავს.

A-Level-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა უნივერსიტეტებისთვის სწორედ მისი აკადემიური სირთულე და სიღრმეა. პროგრამა ავითარებს იმ უნარებს, რომლებსაც თანამედროვე უნივერსიტეტები ყველაზე მეტად აფასებენ - დამოუკიდებელ აზროვნებას, ანალიტიკურ მსჯელობას, აკადემიურ წერას, კვლევის უნარსა და ხანგრძლივ მიზანზე კონცენტრირებულ მუშაობას.
თბილისში მცხოვრები ოჯახებისთვის, რომლებიც შვილებისთვის საერთაშორისო განათლების მიღებას განიხილავენ, მნიშვნელოვანი არჩევანია British International School of Tbilisi - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრიტანული საერთაშორისო სკოლა, რომელიც მოსწავლეებს Early Years-იდან (3 წლიდან) A-Level-ის დასრულებამდე (მე-12 კლასის ჩათვლით) Cambridge-ის სრულ საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.

სკოლა აკრედიტებულია ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს COBIS-ის მიერ, სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და დღეს 50-ზე მეტი ეროვნების 520-ზე მეტ სტუდენტს აერთიანებს. საერთაშორისო გარემოსთან ერთად, სკოლა დიდ ყურადღებას უთმობს უნივერსიტეტებისთვის მოსწავლეების მომზადებას და მათ სრულ მხარდაჭერას განაცხადისა და ჩარიცხვის პროცესში.
Cambridge-ის პროგრამები დღეს უკვე მხოლოდ ბრიტანულ განათლებასთან აღარ ასოცირდება - ეს არის გლობალური აკადემიური სტანდარტი, რომელიც მოსწავლეებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობებისთვის ამზადებს.
(R)