ევროკავშირის საბჭო - ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭოს დიპლომატებმა და ევროპარლამენტარებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში არსებულ ორ დოკუმენტზე, რომელთა მიხედვითაც ევროპაში აშშ-დან იმპორტირებულ სამრეწველო საქონლის უმეტესობაზე ტარიფები უქმდება.

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმების განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ევროკავშირსა და აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე დიდი და ინტეგრირებული ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებთ. სტაბილური, პროგნოზირებადი და დაბალანსებული ტრანსატლანტიკური პარტნიორობის შენარჩუნება ორივე მხარის ინტერესებში შედის. დღეს ევროკავშირი ასრულებს თავის ვალდებულებებს. ჩვენს შეთანხმებაში უზრუნველყოფილია მტკიცე დამცავი მექანიზმები, რათა ევროპული ინტერესების, ბიზნესებისა და მუშების დაცვა შევძლოთ“, - განაცხადა კვიპროსის ენერგეტიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, მიხაილ დამიანოსმა.

„დამცავი მექანიზმები“ შეთანხმების პირობების შეცვლას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-დან ზოგიერთი საქონლის იმპორტის ზრდა ევროკავშირის ადგილობრივ წარმოებას დააზარალებს.

ახლა წინასწარი შეთანხმების დოკუმენტები, მათი ტექნიკურ დონეზე დამუშავების შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებას 2025 წლის ივლისში მიაღწიეს. შეთანხმება ევროკავშირიდან ექსპორტზე გატანილ საქონელზე 15%-იან ტარიფებს ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს