ადვოკატი - ლევან ხაბეიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ადამიანია, რომელიც დაკავებულია სიტყვის გამო - მოსამართლემ ერთადერთი რამ უნდა მოიფიქროს: გაამართლოს ის, რადგან არ არსებობს სისხლის სამართლის საქმე

მოსამართლემ მხოლოდ ერთადერთი უნდა მოიფიქროს, რომ გაამართლოს ლევან ხაბეიშვილი, რადგან არ არსებობს სისხლის სამართლის საქმე. პირველი პრეცედენტია, როდესაც ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია სიტყვისა და პოლიტიკური დაპირების გამო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ სასამართლო სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ცხრა თვეა, პროცესები მიმდინარეობს, თუმცა ამ ცხრა თვის განმავლობაში მხოლოდ სამი საათი განიხილავდა სასამართლო ხაბეიშვილის საქმეს.

„ლევან ხაბეიშვილი, ნაწამები ადამიანი, რომელიც დღეს სასამართლომ შეიძლება უკანონოდ გაასამართლოს პოლიტიკური დაპირების გამო, სიტყვის გამო, რაც არ არის დასჯადი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ადამიანია, რომელიც დაკავებული არის სიტყვის გამო. მე მეტიც შემიძლია გითხრათ, რომ ამ პოლიტიკურ სასამართლოშიც კი ლევან ხაბეიშვილი დღეს უნდა იყოს გამართლებული, რადგან არ შეიძლება არცერთ საზოგადოებაში, რომ ადამიანი, პოლიტიკოსი დაიჭირონ სიტყვის გამო.

ის შეურაცხყოფილი მოწმეები კი, რომლებიც პროკურატურამ თითქოს და გამოიწერა, არ მოიყვანა პროკურატურამ სასამართლოზე, მხოლოდ ერთი მოიყვანა და ჯვარედინი დაკითხვის დროს სამართლებრივად იმდენად სისულელეები ილაპარაკა, რომ შემდეგი გამოწერილი მოწმეებიც კი აღარ მოიყვანა.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავახსენებ, რომ ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესები ცხრა თვეა, რაც მიმდინარეობს, მაგრამ მხოლოდ სამი საათი განვიხილავდით ლევან ხაბეიშვილის საქმეს, იმდენად აბსურდული და შეკერილია და არ არსებობს სამართლებრივად.

მოსამართლემ მხოლოდ ერთადერთი უნდა მოიფიქროს, რომ გაამართლოს ლევან ხაბეიშვილი, რადგან არ არსებობს სისხლის სამართლის საქმე. პირველი პრეცედენტია, როდესაც ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია სიტყვისა და პოლიტიკური დაპირების გამო და პოლიტიკოსი არ უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ამბობდა, არ აწამოთ ადამიანებიო”, - განაცხადა ტყეშელაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე