კახა კალაძე - ტრამვაის ხაზის მოწყობაზე ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი სატენდერო წინადადებები წარმოადგინა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ

ტრამვაის ხაზის მოწყობაზე ტენდერში მონაწილეობის სურვილი და შესაბამისი სატენდერო წინადადებები წარმოადგინა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ. დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ივნისის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება და დაუყოვნებლივ დაიწყება პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ტრამვაის პროექტი სამომავლოდ განხორციელდება სხვა რაიონებსა და უბნებში.

„მინდა შევახსენო საზოგადოებას, დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე წლის 31 მარტს გაიხსნა. ტენდერი მიმდინარეობს აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესებით. მოცემულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი სატენდერო წინადადებები წარმოადგინა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ. დღეის მდგომარეობით, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებების პირველი ეტაპი დასრულდა, პრეტენდენტებთან მიმდინარეობს დეტალების დაზუსტდება. დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ივნისის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება და დაუყოვნებლივ დაიწყება უშუალოდ პროექტის განხორციელება.

ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ ტერიტორიას.

ხაზის სიგრძე 7.5 კმ არის, სადაც 11 გაჩერება იქნება განთავსებული. პროექტი ისტორიული მნიშვნელობისაა, აღნიშნული სახეობა წლების შემდეგ დაუბრუნდება დედაქალაქს. დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი. ეს სილამაზე და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაუბრუნდება დედაქალაქს, პროექტი სამომავლოდ განხორციელდება რაიონებშიც, სხვა უბნებშიც“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს