მთავრობის განკარგულებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის დამატებით 80 მლნ ლარი გამოიყოფა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, დამატებით 80 მლნ ლარი გამოიყოფა.

მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 80 000 000 ლარით გაზარდოს, სანაცვლოდ კი „საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის ასიგნებები შეამციროს.

„1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ დააყენა საკითხი, მუნიციპალიტეტების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაციის უზრუნველყოფის მიზნით, მისთვის დამატებით 80 000 000 (ოთხმოცი მილიონი) ლარის გამოყოფის თაობაზე. 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს: ა) „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 80 000 000 (ოთხმოცი მილიონი) ლარით გაზრდა, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის ასიგნებების შემცირების ხარჯზე;

ბ) „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის 80 000 000 (ოთხმოცი მილიონი) ლარის გამოყოფა, მუნიციპალიტეტების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაციის უზრუნველყოფის მიზნით”,- ნათქვამია დოკუმენტში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა