ვლადიმერ პუტინი - რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო სამართლის დაცვის მხარდამჭერები არიან

რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო სამართლის დაცვის მხარდამჭერები არიან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან ერთად პეკინში გამართულ ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

„მოსკოვი და პეკინი ერთად მხარს უჭერენ საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების დებულებების დაცვას, მათი სისრულითა და ერთობლიობით“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ პეკინი და მოსკოვი ჰეგემონიის ყველა გამოვლინებას დაუპირისპირდებიან.

„ჩინეთი და რუსეთი, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები და პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოები, დაიცავენ გაერო-სა და საერთაშორისო სამართლის ავტორიტეტს, დაუპირისპირდებიან ჰეგემონიის ყველა გამოვლინებას, წინ აღუდგებიან ისტორიის შეცვლის მცდელობებს, კერძოდ ყველა იმ პროვოკაციულ ქმედებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შედეგების უარყოფისკენ და ფაშიზმისა და მილიტარიზმის აღდგენისკენ არის მიმართული“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს