ლევან ბეჟაშვილი - დღეს ივანიშვილის სასამართლოს მორიგი პოლიტიკური ეგზეკუციის დღეა - დღეს ივანიშვილის მორჩილი მოსამართლე გამოუცხადებს პოლიტიკურ განაჩენს ლევან ხაბეიშვილს

დღეს ივანიშვილის სასამართლოს მორიგი პოლიტიკური ეგზეკუციის დღეა. დღეს ივანიშვილის მორჩილი მოსამართლე გამოუცხადებს პოლიტიკურ განაჩენს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს -ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ვერც ერთი მოსამართლე, ვერც ერთი განაჩენი, ვერც ერთი ციხე ვერ გააჩერებს ხალხის ბრძოლას. ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სასამართლო, არის პოლიტიკური ანგარიშსწორების მანქანა, რომელიც 2012 წლიდან მიზნად ისახავს გაანადგუროს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა.

„ეს არ არის სასამართლო, ეს არ არის სამართალი, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების მანქანა, რომელიც 2012 წლიდან მიზნად ისახავს მხოლოდ ერთ რამეს, გაანადგუროს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა და აზრი, „ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტიკური ოპოზიცია და ყველა, ვინც ეწინააღმდეგება რუსულ რეჟიმს. დღეს საქართველოში შექმნილია ვითარება, როდესაც ყველაფერს განკარგავს რუსი ოლიგარქი, ამიტომ ყველა ადამიანი, რომელიც ებრძვის რუს ოლიგარქს, არის საფრთხის წინაშე. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი პოლიტდევნილია და პუტინის პირადი პატიმარია. ის ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ შექმნა ახალი ქართლი სახელმწიფო, გააძლიერა ეს ქვეყანა, წაიყვანა ევროპისკენ და თავი არ დაუხარა რუსეთს. პოლიტპატიმრები არიან ირაკლი ნადირაძე და ჩვენი ათობით წევრი, რომლებიც 4 ოქტომბერს იცავდნენ თავისუფლებას, ევროპულ მომავალს და საქართველოს. ახლა რეჟიმს უნდა, გაასამართლოს ლევან ხაბეიშვილი, რომელიც იდგა ხალხის გვერდით და ერთადერთ რამეს მოუწოდებდა სპეცრაზმს, რომ მათ არ განეხორციელებინა ძალადობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არ გამოეყენებინათ მხუთავი გაზი ადამიანების წინააღმდეგ, არ შეესრულებინათ დანაშაულებრივი ბრძანებები და არ გამხდარიყვნენ ბრმა იარაღი რუსული რეჟიმის ხელში ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ, დღეს ყველას გვმართებს განსაკუთრებული ერთობა, იმისთვის, რომ გავერთიანდეთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ვერც ერთი მოსამართლე, ვერც ერთი განაჩენი, ვერც ერთი ციხე ვერ გააჩერებს ხალხის ბრძოლას. ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე, სანამ არ შეწყდება პოლიტიკური დევნა და ყველა პოლიტიკური პატიმარი თავისუფალი არ იქნება, ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით, თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:30 საათზეა დანიშნული.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა