„საქსტატი“ - 2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.6 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 4.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.6 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 4.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აეროპორტებიდან გაემგზავრა 0.8 მილიონი მგზავრი (5.3%-ით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 0.8 მილიონი მგზავრი (3.3%-ით მეტი).

„2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.6 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. 2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 7.3 ათასი შეადგინა, რაც 20.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 10.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.1 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.9 პროცენტი - გაგზავნილი. 2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 6.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2026 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 190.7 ათასი მგზავრი და გადატანილია 30.5 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 57.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 18.1 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე