„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 401 გემი, რომელთა უმრავლესობა, 51.6% ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 401 გემი, რომელთა 51.6% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 19.2% - თხევადი ტვირთმზიდი, 19.2% - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10.0% ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

მათივე ცნობით, 2026 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 23.0 პროცენტით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი მიიღო, 8.7 პროცენტით ნაკლები - სპეციალიზებული, 8.4 პროცენტით ნაკლები - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, 6.1 პროცენტით ნაკლები - კონტეინერმზიდი, 5.0 პროცენტით ნაკლები- ნაყარი ტვირთმზიდი.

„2026 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18.2 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 13.7 პროცენტი - თურქეთის, 10.0 პროცენტი - ლიბერიის, 7.5 პროცენტი - მალტის, დანარჩენი 50.6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

2026 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 3.2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 53.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 55.3 პროცენტს შეადგენდა.

2026 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 316.9 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 19.7 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 49.1 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30.4 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 20.4 პროცენტი - ნაყარი ტვირთი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე