„საქსტატი“ - პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.03%-ით ნაკლები, სულ 3.0 მილიონი ტონა ტვირთი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.03 პროცენტით ნაკლები, სულ 3.0 მილიონი ტონა ტვირთი.

მათივე ცნობით, 2026 წლის I კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 7.6 პროცენტი - ჩინეთი, 7.5 პროცენტი - თურქეთი, 4.4 პროცენტი - ნიდერლანდები, 2.8 პროცენტი - უკრაინა, 1.4 პროცენტი - იტალია, 1.0 პროცენტი - რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

„2026 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.03 პროცენტით ნაკლები, სულ 3.0 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 8.6 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 34.7 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 56.7 პროცენტი - ტრანზიტზე.

2026 წლის I კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 75.0 პროცენტი მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 25.0 პროცენტი კი - ქვეყნიდან გატანილზე.

2026 წლის I კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40.6 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 20.8 პროცენტის გამომგზავნს - აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 38.7 პროცენტი).

2026 წლის I კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 9.8 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენდა, 8.9 პროცენტისას - სომხეთი, 8.6 პროცენტისას - რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 72.7 პროცენტი).

2026 წლის I კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 7.6 პროცენტი - ჩინეთი, 7.5 პროცენტი - თურქეთი, 4.4 პროცენტი - ნიდერლანდები, 2.8 პროცენტი - უკრაინა, 1.4პროცენტი - იტალია, 1.0 პროცენტი - რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 5.3 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3.0 პროცენტისას - თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 33.4 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 23.9 პროცენტი - ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.3 პროცენტი - ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.

2026 წლის I კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 63.2 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა

სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 17.8 პროცენტი ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 13.7 პროცენტი - სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (52.7 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (12.9 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (10.5 პროცენტი), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (6.9 პროცენტი), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (3.8 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (3.7 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (3.6 პროცენტი); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (38.5 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25.7 პროცენტი), ძირითადი ლითონები (12.7 პროცენტი) და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (12.6 პროცენტი).

2026 წლის I კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 76.2 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (34.6 პროცენტი), კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (31.6 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (10.0 პროცენტი),- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 301.8 ათასი მგზავრი, რაც 13.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

„ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 68.3 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 13.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2026 წლის I კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 298.0 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.7 პროცენტს შეადგენს და 13.8 პროცენტით ჩამორჩება 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3.8 ათასი მგზავრი, რაც 26.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 73.1 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 26.9 პროცენტი (2026 წლის I კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა