ლევან ბეჟაშვილი - კობახიძე განსაკუთრებით ცინიკურია და ეს არის „ქართული ოცნების“ ხაზი, რომ ხალხის პრობლემაზე კი არ ისაუბრონ, არამედ, ევროპას შეედავონ - 26 მაისს „რუსულ რეჟიმს“ დავანახოთ ჩვენი, ევროპის ძალა

კობახიძე განსაკუთრებით ცინიკურია და ეს არის „ქართული ოცნების" ხაზი, რომ რეალურად ქართველი ხალხის და საქართველოს პრობლემაზე კი არ ისაუბრონ, არამედ, ევროპას შეედავონ და ევროპას მოუწოდონ, რომ ადამიანის უფლებები დაიცვან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებისადმი ღია წერილით მიმართვას გამოეხმაურა.

ბეჟაშვილის შეფასებით, „დღევანდელი საქართველოს შემოქმედი არის კობახიძე ივანიშვილთან ერთად“.

„კობახიძე განსაკუთრებით ცინიკურია და ეს არის „ქართული ოცნების" ხაზი, რომ რეალურად ქართველი ხალხის და საქართველოს პრობლემაზე კი არ ისაუბრონ, არამედ, ევროპას შეედავონ და ევროპას მოუწოდონ, რომ ადამიანის უფლებები დაიცვან მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში კობახიძის ინიციატივით ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ და აჯარიმებენ, ადამიანებს განსხვავებული აზრის, პოლუტიკური შეხედულების გამო ციხეში უშვებენ. აი, ეს საქართველო გვაქვს დღეს და ამ საქართველოს შემოქმედი არის კობახიძე ივანიშვილთან ერთად",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა 26 მაისს დაანონსებულ საპროტესტო აქციას და უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ იმყოფებოდა მისი პარტია 18 მაისს, აქციის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით „ოპოზიციური ალიანსის“ შეხვედრას.

„ალიანსის შეხვედრები ყოველდღიურად იმართება, არა მხოლოდ 18 მაისს, დღესაც კი დაგეგმილია. ამ შეხვედრებს ტექნიკური და მოსამზადებელი ხასიათი აქვს. ბუნებრივია, ჩვენ 26 მაისს, ალიანსის სხვა წევრებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მოქალაქეებთან ერთად ვიდგებით ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. 26 მაისი უნდა იყოს ერთიანობის დემონსტრირების დღე, როცა ქართველმა ხალხმა უნდა გავალოს წითელი ხაზი ქართველ ხალხსა და „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს შორის. 26 მაისის საორგანიზაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით შეხვედრა ყოველდღე იმართება, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამ შეხვედრებს ესწრებიან, ფლაერებს არიგებენ, მოქალაქეებს მოუწოდებენ, 26 მაისს, ყველანი შევიკრიბოთ, დავანახოთ ხალხის, ჩვენი, ევროპის ძალა ბიძინა ივანიშვილის „რუსულ რეჟიმს". 26 მაისს, მოვუწოდებთ ყველას, შევიკრიბოთ რუსთაველზე და გავერთიანდეთ საქართველოს მომავლისთვის",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ