Financial Times – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთთან პოტენციური მომლაპარაკებლის კანდიდატურებს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ კვირას კვიპროსში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთთან პოტენციური მომლაპარაკებლის პოზიციაზე ევროკავშირის კანდიდატებს განიხილავენ,- ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, წევრი სახელმწიფოები განიხილავენ თუ ვინ შეიძლება წარმოადგინოს ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებში, კერძოდ, პოტენციურ კანდიდატებს შორის საუბარია იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგისა და გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის შესახებ.

ასევე, წყაროების განცხადებით, წევრმა სახელმწიფოებმა პოტენციურ კანდიდატებს შორის ფინეთის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი და ყოფილი პრეზიდენტი, საული ნიინისტე დაასახელეს.

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ ევროპული მხარე „დრაგის მსგავსმა ვინმემ“ ან „ძლიერმა, მოქმედმა ლიდერმა“ წარმოადგინოს.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა