ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინასა და უნგრეთს შორის ეროვნული უმცირესობების საკითხზე კონსულტაციები დაიწყო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ცნობით, უნგრელ კოლეგასთან ანიტა ორბანთან ერთად ონლაინ ფორმატში, უკრაინელ და უნგრელ ექსპერტებს შორის ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო.

„უკრაინა სერიოზულად განიხილავს ეროვნული უმცირესობების უფლებების საკითხს და ერთგულია იმის, რომ ის ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფილი იყოს. გვესმის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაცხადა სიბიგამ.

ასევე, მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის სტრატეგიულ ინტერესებში შედის.

„ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ახლა დროა, მყარი საფუძველი შევქმნათ, რათა ევროკავშირთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერი მაისში გაიხსნას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს