გიორგი ვაშაძე - ლევან ხაბეიშვილის საქმეზე განაჩენი წინასწარ არის დაწერილი, ამიტომ დღეს შეეძლო მოსამართლეს გამოცხადება, მაგრამ ადამიანობაა დაკარგული - ამას უნდა დავუპირისპიროთ სიკეთე და სიყვარული, 26 მაისს გელოდებით ყველას

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას ბრალდების საქმეზე მოსამართლეს შეეძლო დღესვე გამოეცხადებინა გადაწყვეტილება, „მაგრამ ადამიანობაა დაკარგული”.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, განაჩენი, რომელიც ხვალ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ უნდა გამოაცხადოს, „წინასწარ არის დაწერილი".

„არაადამიანობაა, ადამიანობა არის დაკარგული, პირდაპირ ვთქვათ. ამ შემთხვევაში, მარტო უსამართლობასთან არ გვაქვს საქმე. დღეს შეეძლო გამოეცხადებინა, ვიცით, რომ წინასწარ დაწერილია ეს განაჩენი, ასე იქნება, თუ ისე იქნება, მაგრამ ადამიანობაა დაკარგული. აი, ამ არაადამიანობას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიკეთე, სიყვარული, 26 მაისს უნდა შევიკრიბოთ, რაც შეიძლება ბევრი იმისთვის, რომ ასეთი უსამართლობები არ ხდებოდეს. გვერდზე ოთახში კიდევ 12 განსასჯელი [4 ოქტომბრის საქმეზე] იჯდა სკამზე და რის გამო, იმიტომ, რომ სამშობლო უყვართ? ლევანის საქმეში რომ მტკიცებულება არ არის, ეს საქვეყნოდ ყველამ იცის. ჩვენს საქმეებშიც რა არის - ტელევიზიით ვსაუბრობ, ჩემს მოსაზრებაზე, რა უნდა გაკეთდეს და ამის გამო ციხეში უნდათ, რომ ხალხი ჩასვან. ეს არის უსამართლობა.

ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ეს უსამართლობა დამარცხდება მაშინ, როცა ერთ მუშტად შეიკვრება ქართველი ერი. 26 მაისს, 19:00 საათზე, უნივერსიტეტიდან მსვლელობა იქნება რუსთაველისკენ, გელოდებით ყველას“,- აცხადებს ვაშაძე.

მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას საქმეზე განაჩენი ხვალ, 21 მაისს, 14:00 საათზე გამოცხადდება.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა