ევროკავშირმა და უკრაინამ 8.35 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ევროკავშირმა და უკრაინამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტის პარაფირება მოახდინეს, რომელიც 8.35 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
აღნიშნული მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილია.
ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა დღეს მოაწერა.
ახლა დოკუმენტის რატიფიკაცია უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა მოახდინოს.