თინა ბოკუჩავა - ქვეყანაში, სადაც მდინარაძე აანონსებს, რომ შეიძლება, „ფეისბუქის“ სტატუსების გამო გამოამწყვდიონ ადამიანები, გასაკვირი ვერაფერი იქნება, ვერც ხაბეიშვილის შემთხვევაში - მთავარია, ჩვენ გავაგრძელოთ მწყობრი, დაუღალავი ბრძოლა

გასაკვირი და მოულოდნელი თავისთავად, ვერაფერი იქნება, ვერც ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში და ვერც პოლიტიკურად მოტივირებულ სხვა საქმეებზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ქვეყანაში ისეთი სასამართლო უნდა იყოს, რომელიც „პოლიტიკურ განაჩენს“ აღარ გამოიტანს.

„ეს საქმე სრული აბსურდია, პოლიტიკოსის საჯარო განცხადების გამო დაკავება, დიქტატურისთვისაც კი ახალი და გასაოცარი სტანდარტია. ამ სტანდარტით ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი პოლიტიკოსის ციხეში გამომწყვდევაა შესაძლებელი. თუმცა, ქვეყანაში, სადაც მდინარაძე აანონსებს, რომ „ფეისბუქის“ სტატუსების გამო შეიძლება გამოამწყვდიონ ადამიანები და ტროტუარზე დგომის გამო უკვე ამწყვდევენ ადამიანებს ციხეებში (მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი გუშინ დააკავეს სწორედ ამის გამო 3 დღით), გასაკვირი და მოულოდნელი თავისთავად, ვერაფერი იქნება, ვერც ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში და ვერც პოლიტიკურად მოტივირებული სხვა საქმეებში. მთავარია, ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი მწყობრი, დაუღალავი ბრძოლა ხალხთან ერთად, იმისთვის, რომ ამ ქვეყანას სიკეთე მოვუტანოთ, დავიხსნათ ჩვენი პოლიტიკური პატიმრები და ისეთი სასამართლო დავამკვიდროთ ქვეყანაში, რომელიც აღარასდროს, არც ერთ პოლიტიკურ განაჩენს აღარ გამოიტანს",- განაცხადა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს