საპატრიარქოს ეზოსთან, სადაც ავტომობილი შევარდა და ჭიშკარი შეანგრია, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

საპატრიარქოს ეზოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ ავტომობილი შევარდა და ჭიშკარი შეანგრია, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბოთლებს ისროდა და იგინებოდა.

„აქედან პირდაპირ შევარდა, შეანგრია ჭიშკარი, თანამშრომლის მანქანა დგას აქ და იმას დაეჯახა. ჩვენ ოთახებში ვიყავით, ძალიან ძლიერი დაჯახება იყო. მანქანიდან ბოთლებს ისროდა და იგინებოდა", - აცხადებს საპატრიარქოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს