სახალხო დამცველი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულ წარმომადგენელს საქართველოში იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მრავალწლიანი, სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაძლიერებისთვის მზაობა გამოთქვეს.

„სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებზე, მათ შორის, ბავშვთა სიღარიბეზე, ბავშვთა მიმართ ძალადობასა და ბულინგის პრევენციის საკითხებზე, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ბავშვების უფლებრივ მდგომარეობასა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სახალხო დამცველსა და UNICEF-ს შორის გაფორმებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ მიმართულებებსა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით დაგეგმილი ერთობლივი აქტივობების განხორციელების საკითხებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი თეონა კუჭავა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე