დაესწარით "საქართველოს ბანკისა" და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები

"საქართველოს ბანკი", როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, LEAF-თან თანამშრომლობის ფარგლებში, 25 მაისს, 17:00 საათზე საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების ვებინარს მართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

ვებინარზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის შესახებ; გაიგონ, როგორ შეუძლიათ მიიღონ სრული დაფინანსება Fulbright-ის, Chevening-ის, Miami Ad School-ისა და UWC პროგრამების ფარგლებში.

შეხვედრას ჩაატარებენ გიორგი ჩავლეიშვილი, განათლების ცენტრ LEAF-ის დამფუძნებელი და ჯულიეტა პაკაცოშვილი, აკადემიური მრჩეველი.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, განათლების ცენტრი LEAF 2008 წლიდან ეხმარება საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩაბარებასა და დაფინანსების მოპოვებაში.

ამასთან, საქართველოს საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე