პროკრედიტ ბანკში SWIFT Tracker დაინერგა - საერთაშორისო გადარიცხვები კიდევ უფრო კომფორტული ხდება

პროკრედიტ ბანკი მომხმარებლებს ახალ ციფრულ ფუნქციონალს SWIFT Tracker-ს სთავაზობს, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვების პროცესს უფრო გამჭვირვალეს, მარტივსა და კომფორტულს ხდის. პროკრედიტი ერთ-ერთი პირველი ბანკია, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტა დანერგა და მომხმარებლებს საერთაშორისო გადარიცხვების პროცესზე სრული ხილვადობის შესაძლებლობა მისცა.

SWIFT Tracker-ის საშუალებით ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს მომხმარებლებს შეუძლიათ რეალურ დროში მიიღონ დეტალური ინფორმაცია საკუთარი საერთაშორისო ტრანზაქციების შესახებ. ფუნქციონალი უზრუნველყოფს გადარიცხვის სრული გზის ხილვადობას. მომხმარებელი ხედავს, თუ რომელი ბანკები გაიარა ტრანზაქციამ, რა ეტაპზეა ამჟამად და რა არის მისი საბოლოო შედეგი.

ინფორმაცია წარმოდგენილია ფორმატში, სადაც ნაჩვენებია თითოეული მონაწილე ბანკი, სტატუსების ინდიკატორები და მიმდინარე ეტაპი.

დამატებით, მომხმარებელს შეუძლია იხილოს დეტალური ინფორმაცია ტრანზაქციის შესახებ, მათ შორის:

  • თანხა და ვალუტა
  • ტრანზაქციის დაწყების დრო
  • ბოლო განახლების დრო
  • დასრულების დრო

ახალი ფუნქციონალი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და საერთაშორისო გადარიცხვებს უფრო გამჭვირვალესა და კომფორტულს გახდის.

გაიგეთ მეტი: https://bit.ly/4dlMDpN

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე