პეტერ მადიარი დონალდ ტუსკს შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველი ვიზიტი პოლონეთში განახორციელა და პოლონელ კოლეგას, დონალდ ტუსკს შეხვდა. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

ვარშავაში შეხვედრის შემდეგ მადიარმა და ტუსკმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„ვიქტორ ორბანის მთავრობაში ყოფნის დროს პოლონეთ-უნგრეთის ურთიერთობებში დრამატული პერიოდი იყო, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ პოლონელებსა და უნგრელებს შორის ცუდი ურთიერთობები იყო. პეტერთან ერთად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამ რეგიონის მნიშვნელობის აღდგენა გვსურს და ამ მიმართულებით ვიშეგრადის ჯგუფს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.

ტუსკის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებთ საერთო პოზიციის შემუშავების მიზნით მადიართან იმუშავებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა აღნიშნა, რომ „უკრაინა მსხვერპლია და უფლება აქვს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენოს“.

ასევე, მადიარმა მომავალ თვეში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს