კირ სტარმერი - არანაირად არ დგას რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების მოხსნის საკითხი, გავაგრძელებთ მოკავშირეებთან მუშაობას სანქციების დამატებით პაკეტებზე

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობთან დაკავშირებით არსებული სანქციები ძალაში რჩება და ახალი, უფრო მკაცრი ზომები მხოლოდ ეტაპობრივ გამონაკლისებს მოიცავს.

სტარმერის მტკიცებით, საქმე საერთოდ არ ეხება არსებული სანქციების შემსუბუქებას.

„რაც გუშინ გამოვაცხადეთ, არის ახალი, მკაცრი სანქციების პაკეტი. ის მოიცავს ახალ აკრძალვებს თხევადი ბუნებრივი აირის საზღვაო მომსახურებებზე და ასევე ახალ შეზღუდვებს რუსეთიდან შემოსულ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე. ამასთანავე, გამოვეცით ორი მიზნობრივი მოკლევადიანი ლიცენზია, რათა ახალი სანქციები ეტაპობრივად ამოქმედდეს და ბრიტანელი მომხმარებლები დავიცვათ. ეს სტანდარტული პრაქტიკაა. ეს არის ახალი სანქციები, რომლებიც ეტაპობრივად ამოქმედდება. აქ არანაირად არ დგას არსებული სანქციების მოხსნის საკითხი, და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მოკავშირეებთან მუშაობას სანქციების დამატებით პაკეტებზე“, - აღნიშნა სტარმერმა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადებას მას შემდეგ გააკეთა, რაც ის ოპოზიციურმა პარტიებმა მკაცრად გააკრიტიკეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომელიც რომელიც რუსული ნედლი ნავთობით წარმოებულ საავიაციო საწვავზე და დიზელზე სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რუსულ ნედლ ნავთობთან დაკავშირებული სანქციები შეამსუბუქა. კერძოდ, ქვეყანაში რუსული ნედლი ნავთობით წარმოებული საავიაციო საწვავის და დიზელის იმპორტი დაუშვა, თუ ისინი მესამე ქვეყნებში იქნება გადამუშავებული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე