აქტივისტმა, ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე ნანუკა ჟორჟოლიანი მის მიზანმიმართულ „გაშავებაში“ დაადანაშაულა

აქტივისტი ნანა სანდერი სასამართლო პროცესზე დაინტერესდა შესაძლოა, თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანის ბრალდებები, რომელიც მის „გაშავებას“ უკავშირდებოდა, მურთაზ ზოდელავასთან მის დაპირისპირებასთან იყოს კავშირში.

შესაბამისი კითხვით ნანა სანდერმა სასამართლო სხდომაზე მოწმეს მიმართა.

მოწმის განმარტებით, „შესაძლოა, თუმცა მორალურ შეფასებას არ მისცემს“.

ამასთან, მოწმის თქმით, „შავი პიარი მათ ფაქტობრივი ცოდნის გარეშე დაიწყეს“.

„თვითონ მოტივი ცხადი იყო, რომ იყო გაშავების სურვილი. ფაქტობრივი ცოდნის გარეშე დაიწყეს შავი პიარი. მოტივი, ვერ ვიტყვი, არ ვიცი“, - განაცხადა მოწმემ.

ცნობისთვის, დაკავებული აქტივისტის, ნანა სანდერის სასამართლო პროცესი 19 მაისს გაიმართა. ნანა სანდერს ბრალდება ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე