საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, წალკის, ნინოწმინდის და ვალეს საჯარო სკოლებში, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. პროკურორებმა წალკის N1, ნინოწმინდის N1 და ქალაქ ვალეს N2 საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურორებმა მოსწავლეებს შეხვედრებზე ნარკოტიკულ დანაშაულებსა და მის შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

„საინფორმაციო შეხვედრების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.

საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს