სახალხო დამცველი  საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში ანნა რიჩს შეხვდნენ.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და მიგრანტთა უფლებრივ მდგომარეობაზე. განიხილეს სახალხო დამცველის საქმიანობა ამ მიმართულებით, წლების განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგების შედეგად გამოკვეთილი გამოწვევები და მათ აღმოსაფხვრელად შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც ყოველწლიურად აისახება სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში.

ანნა რიჩმა სახალხო დამცველისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის სამართლებრივი მრჩეველი სალომე ქუსიკაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს