ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ილიას გზით განათლებისთვის“, - ამ სახელწოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილები არიან სტუდენტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. ისინი განათლების რეფორმის გაუქმებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაგეგმილი რეფორმებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას უნივერსიტეტის ავტონომია და სტუდენტების განათლების ხარისხი.

„შეკრების მიზანი და მიზეზია, ე.წ. განათლების რეფორმა. სახელმწიფომ ის როგორი ფორმითაც შემოგვთავაზა, არღვევს აკადემიური სფეროს მოთხოვნებს, არღვევს უნივერსიტეტის ავტონომიას და ა.შ.

სტუდენტებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლობამ, ერთობლივი სარჩელი მოვამზადეთ. სარჩელში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ სახელმწიფოს ხელშეკრულებით ჰქონდა ნაკისრი, რომ უნდა გვესწავლა ოთხწლიან პროგრამაზე, ეს იყო შემოთავაზებული, თუმცა ეს ყველაფერი მხედველობაში აღარ მიიღეს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს