სალომე ზურაბიშვილი - 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს, მე სიტყვით გამოვალ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა - არ შეიძლება რუსთაველი დავთმოთ

26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს - არ შეიძლება რუსთაველი დავთმოთ, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტრადიციულ „ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე შეკრება აუცილებელია და ეს მხოლოდ დღესასწაული არაა, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვის საჯარო გამოხატულებაა.

„გამოვდიოდი აქციებზე და სხვათა შორის, ჩემს დაძახებულზე მოდიოდა ხალხი. ხალხს არასდროს დავპირებივარ, რომ აქციაზე გამოსვლის შემდეგ რაღაც სასწაული მოხდება. მოსვლა ამ თარიღებში [26 მაისი] არის აუცილებელი, რადგან ეს არის იმის ჩვენება, რომ ერთად ვართ, ერთად ვიბრძვით ერთი რამისთვის, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობა - 31 მარტი არის დამოუკიდებლობა, 26 მაისი არის დამოუკიდებლობა, 9 აპრილი არის დამოუკიდებლობა. ჩვენ, როდესაც რუსული რეჟიმის ხელში ვართ, არ შეიძლება ამ თარიღებზე არ გამოვიდეთ.

თუ ვინმეს აქვს საშუალება იმდენი ხალხი გამოიყვანოს, როგორიც გამოდიოდა, უნდა გამოეყვანა და გამოიყვანოს. არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს. მე სიტყვით გამოვალ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. პირველ რიგში, მე ჩვეულებრივ გამოვალ რუსთაველზე, რადგან არ შეიძლება რუსთაველი დავთმოთ და არ ვიყო იქ, სადაც ყოველ წელს დავდიოდი და ხალხთან ფოტოებს ვიღებდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველზე ჩამოვიარო. ასევე საღამოს ვიქნები იქ, სადაც ყველა იქნება. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისი იყოს ჩვენი ყველას ერთად ნათქვამი სიტყვა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ვიცავთ, და დავიცავთ მუდამ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე