Reuters  - უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებსა და ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად, რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა მუშაობა შეეჩერებინა ან საწვავის წარმოება შეემცირებინა.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ერთობლივი სიმძლავრე, რომლებმაც მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერეს მუშაობა, წელიწადში 83 მილიონ ტონას შეადგენს, რაც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით მეოთხედია.

რუსეთის საწვავის წარმოებაში ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წვლილი 30%-ზე მეტს შეადგენს ბენზინისთვის და დაახლოებით 25%-ს დიზელისთვის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინული დარტყმების შედეგად რუსეთი იძულებული გახდა ნავთობის მოპოვება შეემცირებინა, რამაც ზეწოლა გაზარდა რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტზე, რომლის შემოსავლების დაახლოებით მეოთხედს ნავთობისა და გაზისგან მიღებული გადასახადები შეადგენს.

წყაროების ცნობით, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ქალაქ კირიშიში მდებარეობს, 5 მაისიდან სრულად გაჩერებულია. დარტყმების ქვეშ ასევე მოყვნენ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ასევე ქარხნები ნიჟნი-ნოვგოროდში, რიაზანსა და იაროსლავლში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე