კახა წიქარიშვილი - მოვედი ბიძინა ივანიშვილის სახლთან, რათა ვუთხრა, რომ ჩვენი ბავშვები არიან სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში - სახელმწიფომ უნდა შემოიტანოს მედიკამენტები

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელმა აქცია გამართა.

როგორც კახა წიქარიშვილი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ერთკაციანი აქცია ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ ოთხშაბათ-პარასკევს, 19:00 საათზე, მშობლები ადგილზე მივლენ წამლის შემოტანის მოთხოვნით.

„აქ მოვედი იმისათვის, რომ ჩავატარო ერთკაციანი აქცია, რადგან შსს-მ აგვიკრძალა 2-3-4-კაციანი შეკრების ჩატარება, ამიტომ ვატარებ ერთკაციან აქციას.

ხელისუფლების ყველა შტოსთან დაგვეკეტა კარები, ამიტომ მოვედით ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და პირდაპირ მას ვუთხრათ, რომ ჩვენი ბავშვები არიან სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მათი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოს სახელმწიფოს, ეს არის შემოიტანოს მედიკამენტები“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე