ვოლოდიმირ ზელენსკის სერბეთში ვიზიტი გადაიდო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სერბეთში ვიზიტი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის კომუნიკაციის საკითხებში მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა დაადასტურა.

“გადავწყვიტეთ, რომ სხვა თარიღებში ჯობია, მანამდე კი, იქ კაჩკა [უკრაინის ვიცე-პრემიერი] იქნება რამდენიმე საკითხის მოსამზადებლად”, - უპასუხა ლიტვინმა კითხვაზე, ვოლოდიმირ ზელენსკის სერბეთში ვიზიტთან დაკავშირებით არსებული ცნობების შესახებ.

ცნობისთვის, მანამდე სერბულმა მედიამ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს სერბეთში უკრაინული დელეგაციის ვიზიტი იგეგმება, რომელსაც შესაძლოა თავად ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდეს.

მოგვიანებით, უკრაინულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბელგრადში უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი, ტარას კაჩკა გაემგზავრება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე