ვიქტორ ყიფიანი - ქვეყანაში წინააღმდეგობის და პოლიტიკური აქტივიზმის გასტერილება ხდება - შემოდგომაზე შეიძლება ვადამდელი არჩევნები გამოცხადდეს

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარისა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ჯერ საქართველო - Georgia First-ის“ თანადამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ „ვადამდელი არჩევნების შესახებ“ განაცხადოს, რაზეც სხვადასხვა ინდიკატორი მიუთითებს.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში წინააღმდეგობის მოძრაობის და პოლიტიკური აქტივიზმის გასტერილებას ახდენს, რაც შეიძლება ვადამდელ არჩევნებზე მიუთითებდეს.

„სხვადასხვა ნიშანია, სხვადასხვა ინდიკატორია, რომელიც ერთობლიობაში აღებული შეიძლება მიუთითებდეს არც თუ ირიბად, პირდაპირი გზით, რომ შეიძლება ვადამდელი არჩევნები გამოცხადდეს შემოდგომაზე. თუმცა, დღეს მაინც მოარული ჭორებისა და ხმების დონეზე ვართ, ამ მხრივ. ეს ასე მოხდება თუ სხვაგვარად, დანამდვილებით ამის თქმა ძალიან მიჭირს, მაგრამ თუ დედუქციით მივუდგებით, ლოგიკური მსჯელობით და კონსტრუირებას მოვახდენთ, ხდება გასტერილება პოლიტიკური ნებელობის, წინააღმდეგობის მოძრაობის, პოლიტიკური აქტივიზმით, ეს პროცესი არის ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია თვალს ვადევნებთ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკა ფაქტობრივად ნულამდეა დაყვანილი, ასეთ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება დარწმუნებული იქნება, რომ მას უპირობო უპირატესობა ექნება, თან ისეთი, რომ შეიძლება არჩევნებზე დიდად არ დასჭირდეს გარკვეული მაქინაციების განხორციელება, შეიძლება აბსოლუტური კომფორტი იგრძნოს და განაცხადოს კიდეც ვადამდელი არჩევნების შესახებ“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს