დონალდ ტრამპი - შესაძლოა ირანზე უფრო ძლიერად დარტყმა მოგვიწიოს, შესაძლოა, არა - ვნახოთ, რა მოხდება

შესაძლოა ირანის წინააღმდეგ უფრო ძლიერად დარტყმა მოგვიწიოს, შესაძლოა არა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

“ვნახავთ, რა მოხდება. ძალიან ძლიერად დავარტყით. შესაძლოა უფრო ძლიერად დარტყმა მოგვიწიოს, მაგრამ შესაძლოა არა. არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ძალიან მარტივია”, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალა დიდწილად “გაქრა” და ერთადერთი კითხვაა, დაბრუნდება თუ არა აშშ სამუშაოს დასასრულებლად, თუ ირანი შეთანხმებას მოაწერს ხელს.

“ყველაფერი გაქრა. მათი საზღვაო ძალები გაქრა. მათი საჰაერო ძალები გაქრა. თითქმის ყველაფერი. ერთადერთი კითხვაა, წავალთ და ბოლომდე მივიყვანთ, თუ არა საქმეს? - მოაწერენ თუ არა ხელს დოკუმენტს? ვნახოთ, რა მოხდება”, - განაცხადა ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს