შს მინისტრის მოადგილე - ვფიქრობთ, სამმართველო 1-ელი ივნისიდან შეძლებს ფუნქციონირებას - გამოავლენს თითოეულ შემთხვევას, სადაც ხდება სიძულვილის ენის გამოყენება, კონკრეტული ადამიანების ღირსების შელახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ვარაუდობს, რომ უწყებაში ახალი სამმართველო, რომლის ფუნქცია სიძულვილის ენის ფაქტების გამოვლენა და სამართლებრივი რეაგირება იქნება, პირველი ივნისიდან დაიწყებს „სრულფასოვან“ მუშაობას.

მინისტრის მოადგილის თქმით, სამმართველოზე საზოგადოებაში "არასწორი ინფორმაციები" გავრცელდა.

“ვფიქრობთ, რომ ეს სამმართველო უნდა ფუნქციონირებდეს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ქოლგის ქვეშ და ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულად უნდა შეიქმნას, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება სიძულვილის ენის ფაქტების გამოვლენა და მასზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ვფიქრობთ, რომ ეს სამმართველო უკვე პირველი ივნისიდან შეძლებს სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება”, - აღნიშნა დარახველიძემ.

მისივე თქმით, სამმართველო იმუშავებს საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე წლებია მოქმედებს საქართველოში.

„ის გამოავლენს თითოეულ შემთხვევას, სადაც ხდება სიძულვილის ენის გამოყენება, კონკრეტული ადამიანების ღირსების შელახვა და ეს ჯდება კანონით აკრძალულ ქმედებაში, შესაბამისად, ისინი პროაქტიულად დაამონიტორინგებენ ასეთ შემთხვევებს და მიმართავენ სასამართლოს იმისთვის, რომ თითოეულ შემთხვევაზე ინდივიდუალურად მოხდეს მსჯელობა”, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ "რუსთავი2"-ის ეთერში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე