მიხაილ გალუზინი - მოსკოვში ვერ მიიღებენ მიმართულებას, რომელსაც დღეისთვის სომხეთის ხელმძღვანელობა მიჰყვება - ასეთი მიდგომები არ გვაწყობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთს ახსნას სთხოვს იმის თაობაზე, თუ რა მიმართულებით მიდის ქვეყანა. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა გააკეთა.

კერძოდ, გალუზინის თქმით, რუსეთი ვერ მიიღებს გზას, რასაც დღეისთვის ერევანი მიჰყვება, რადგან მოსკოვს „არ აწყობს“.

“რა თქმა უნდა, მოსკოვში ვერ მიიღებენ იმ მიმართულებას, რომელსაც დღეისთვის სომხეთის ხელმძღვანელობა მიჰყვება. კონკრეტულად კი მიმართულებას იმაზე, რომ ის, სომხეთის ხელისუფლება, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობას ინარჩუნებს, ვიდრე ევროკავშირში წევრობაზე არ გადაერთვება. ასეთი მიდგომები არ გვაწყობს. ასეთი მიდგომები ჩვენთვის სრულიად მიუღებელია”,-განაცხადა გალუზინმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს