ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე - თუ უახლოეს კვირებში მოვახერხებთ დავუბრუნდეთ სამმხრივ კომუნიკაციას და თუ მოვახერხებთ ევროპელების ჩართვას, ეს სწორი შედეგი იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულ მხარეს „კარგი კონტაქტები“ ჰქონდა შეერთებულ შტატებთან და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდება.

„ჩვენს გუნდს კარგი კონტაქტები ჰქონდა ამერიკულ მხარესთან - როგორც ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე დიპლომატიურ საკითხებზე რუსებთან დაკავშირებით. თუ უახლოეს კვირებში მოვახერხებთ დავუბრუნდეთ არსებით სამმხრივ კომუნიკაციას და თუ მოვახერხებთ ევროპელების ჩართვას, ეს სწორი შედეგი იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა მზადაა ასეთი შესაბამისი ნაბიჯებისთვის.

„ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პარტნიორებიც მზად იქნებიან და რუსები არ დაიმალებიან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე