უკრაინული მედია - რუსეთის ქალაქ სიზრანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - არიან დაღუპულები

რუსეთის ქალაქ სიზრანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული „ტელეგრამ” არხების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

მანამდე, სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა „დრონების საფრთხის“ და საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ გამოაცხადა.

სამარის ოლქის გუბერნატორის ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები სიზრანს დრონებით უტევენ. სამწუხაროდ, მტრის არაადამიანური ქმედებების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ასევე, არიან დაშავებულები“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე