ტერაბანკმა ფულის გლობალურ კვირეულში მიიღო მონაწილეობა

ტერაბანკი ფულის გლობალურ კვირეულს ტრადიციულად წელსაც შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში, ტერაბანკის თანამშრომლებმა 24 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით ღონისძიებაში „მოიწვიე ფინედუ კლასში“ მიიღეს მონაწილეობა. ისინი, როგორც ფინედუს დესპანები, მარნეულის, ბოლნისის, გორისა და ქუთაისის საჯარო სკოლებს ეწვივნენ და V-XII კლასების მოსწავლეებს ღია გაკვეთილები ჩაუტარეს.

შეხვედრებზე ტერაბანკის თანამშრომლები მოსწავლეებს ფულის ისტორიის, მისი მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობის, ფინანსური უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ ესაუბრნენ. კვირეულის ფარგლებში, მათ ინტერაქციული ფორმატის 12 გაკვეთილი ჩაატარეს.

საქართველოში „ფულის გლობალური კვირეული“ უკვე მეთორმეტედ აღინიშნა. „ფულის გლობალურ კვირეულს“ საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და ამ პერიოდიდან ის 170-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველ გაზაფხულზე იმართება. ინიციატივის მიზანი ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებაა. საქართველოში კვირეული საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ტარდება და მასში ტერაბანკი სისტემატურად ერთვება.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე