თბილისში საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება დაფუძნდა

თბილისში საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება დაფუძნდა. დამფუძნებლების ცნობით, დიპლომატთა საზოგადოება სხვადასხვა თაობის კარიერულ დიპლომატებს აერთიანებს, კერძოდ კი, მათ, ვინც კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების გამო, გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან, ან უსამართლოდ გათავისუფლდნენ დიპლომატიური სამსახურიდან.

„საზოგადოება მიზნად ისახავს პროფესიული გამოცდილებისა და დაგროვილი ინსტიტუციური მეხსიერების საფუძველზე საგარეო პოლიტიკური მოვლენების ანალიზს და ფართო საზოგადოების ინფორმირებას. ამავდროულად, DGS-ის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო-პოლიტიკური კურსის დისკრედიტაციისა და საზოგადოებაში არსებული ეროვნული კონსენსუსის რღვევისკენ მიმართულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე რეაგირება წარმოადგენს. საზოგადოების წევრებს მტკიცედ სწამთ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობის საფუძველს. საზოგადოება მოქმედებს სამოქალაქო პასუხისმგებლობით და ხელმძღვანელობს ეროვნულ ინტერესებსა და საერთო პროფესიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ხედვით. საზოგადოება ღიაა ყველა დიპლომატისთვის, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მისიის სულისკვეთებას, ხედვას და ფასეულობებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე