ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს

ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.

შეგახსენებთ, დღეს მართლმადიდებლური სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს.მაცხოვრის ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.